ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი ალეხანდრო გარნაჩო სავარაუდოდ, კარიერას „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ტრანსფერის ფორმულაზე მოსარიგებლად. გარნაჩო „ჩელსის“ გეგმებში არ შედის და კლუბის დატოვება მოუწევს, ხოლო უნაი ემერის მასთან მუშაობა სურს.
ალეხანდრო გარნაჩომ გასულ სეზონში „ჩელსის“ მაისურით 43 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. მანამდე არგენტინელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოდიოდა, სადაც 2021-2025 წლებში 144 თამაშში 26 გოლი გაიტანა.





