საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სესიამ სკი ალპინიზმი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დამატებით სპორტის სახეობად დაამტკიცა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 146-ე სესიაზე მიიღეს. მანამდე აღნიშნული სპორტის სახეობა ოფიციალურად არ იყო შეყვანილი საფრანგეთის ალპებში გასამართი 2030 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.
IOC-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2030 წლის ზამთრის თამაშებზე სკი ალპინიზმში ხუთი შეჯიბრების ჩატარება იგეგმება, რომლებიც ორ დისციპლინად გადანაწილდება.
ცნობისთვის, სკი ალპინიზმი პირველად 2026 წელს, მილანი/კორტინას ოლიმპიურ თამაშებზე იყო წარმოდგენილი.
GEONOC.ORG.GE







