ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მარკ ვან ბომელი დაინიშნება. ნიდერლანდელ სპეციალისტთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.
შეთანხმების საფუძველზე, ვან ბომელი ბელგიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის ევრო 2028-ის ბოლომდე გააფორმებს და რუდი გარსიას შეცვლის, რომელმაც გუნდი ცოტა ხნის წინ დატოვა.
ნიდერლანდელი ბოლოს სწორედ ბელგიაში მუშაობდა, სადაც 2022-2024 წლებში „ანტვერპენის“ თავკაცი იყო, ხოლო მანამდე „ვოლფსბურგსა“ და პსვ ეინდჰოვენში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ მარკ ვან ბომელმა ნიდერლანდების ნაკრებში 2000-2012 წლებში 79 მატჩი ჩაატარა.







