ფეხბურთი

18:38 | 22.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"აპოლონის" მწვრთნელი: "ყველა თამაში რთულია, მაგრამ ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა"

ლიმასოლის „აპოლონის“ მთავარმა მწვრთნელმა ერნან ლოსადამ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:

„სასიამოვნოა აქ ყოფნა, სეზონის პირველი ოფიციალური თამაშის გამო აღფრთოვანებულები ვართ. მოსამზადებლად ოთხი კვირა გვქონდა, კარგი მომზადება გავიარეთ და წლების შემდეგ ევროპაში დაბრუნება გვიხარია. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ აქ თამაში და უცხო ქვეყანაში ამდენი გულშემატკივრისა და ჟურნალისტის ნახვა ძალიან მახარებს. როგორც ყოველთვის, ვეცდებით, კარგად ვითამაშოთ, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, გვინდა, რომ ეს ევროპული თავგადასავალი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ფეხბურთში ყველა თამაში რთულია. ვეცდებით, პირველ თამაშში კარგი შედეგი მივიღოთ, რათა მომავალ კვირას დავასრულოთ საქმე. დიდი პატივია აქ ყოფნა და აპოლონის წარმოდგენა ევროპულ შეჯიბრებებში.

მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა, მაგრამ კარგი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. მოფიქრებული მაქვს სასტარტო შემადგენლობა, ხვალ ნახავთ. ეს საოცარი რამ არის, ვიცით, რომ დაახლოებით 200 გულშემატკივარი გვეყოლება, ეს წარმოუდგენელია, ფანტასტიკურია. საქართველოში მყოფი ხალხიც კი გაოცებული დარჩება იმ მაყურებლით, რომელიც გვეყოლება. ეს ჩვენი გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა“, - თქვა ლოსადამ,

კომენტარი გააკეთა „აპოლონის“ ფეხბურთელმა გეორგიოს მალეკიდისმაც: „ვიმედოვნებ, რომ კონცენტრირებულები ვიქნებით, დადებითი შედეგით დავბრუნდებით, რათა სახლში მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვოთ. იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი ევროპაში შორს წავა“.

შეგახსენებთ, რომ „დილასა“ და „აპოლონის“ მატჩი 23 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103085