ფეხბურთი

21:40 | 22.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კაზემირო მესისთან ერთად ითამაშებს

„ინტერ მაიამიმ“ ბრაზილიელი ფეხბურთელი კაზემირო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

კაზემირომ კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გააფორმა, კიდევ ორი წლით განახლების ვარიანტით. ის ამერიკულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

„ყველაზე მეტად მოტივაციას გამარჯვება მაძლევს. კლუბის მიერ წარმოდგენილი პროექტი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. წარმოუდგენლად მადლიერი ვარ და მოუთმენლად ველი დაწყებას, რათა ეს ნდობა არა მხოლოდ მატჩების განმავლობაში, არამედ ყოველდღიურ ვარჯიშზეც გავამართლო. მხოლოდ მადლობა შემიძლია გითხრათ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ კლუბის მიერ გამოვლენილი სიყვარული და ნდობა გავამართლო“, - თქვა ბრაზილიელმა.

კაზემირომ კარიერა „სან პაულუში“ დაიწყო, შემდეგ „პორტუში“, „რეალში“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091247