ლონდონის „ფულჰემს“ მადრიდის „რეალიდან“ გონსალო გარსიას გადაბირება სურს.
ინგლისურმა კლუბმა ესპანელებთან ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს. „ფულჰემის“ ახალი მწვრთნელი ალვარო არბელოა გარსიას ძაიან აფასებს და მოსწონს მისი სათამაშო სტილი, ამიტომაც, ეცდება, რომ დაიმატოს.
თუმცა, ის არ არის ერთადერთი მადრიდელი, ვისი გადაბირებაც ალვაროს „ქრავენ კოტეჯზე“ სურს - ინგლისურმა კლუბმა ტიაგო პიტარჩის შესახებაც გამოითხოვა ინფორმაცია, პიტარჩს „რეალში“ დებიუტი სწორედ არბელოას ხელში ჰქონდა.
გონსალო გარსია „რეალის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 51 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი.





