ფეხბურთი

23:39 | 22.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გუგეშაშვილით ორი ბერძნული გუნდი ინტერესდება

ლუკა გუგეშაშვილი, სავარაუდოდ, "პაოკს" დატოვებს, რადგან ის გუნდის გეგმებში არ შედის. 27 წლის მეკარით ინტერესს „ლევადიაკოსი“ და „ატრომიტოსი“ იჩენენ.

იური ლოდიგინის წასვლის შემდეგ „ლევადიაკოსი“ მეკარეს ეძებს. მათ სურთ, რომ გუგეშაშვილმა ლუკას ანაკერთან ერთად მეკარეთა დუეტი შექმნას. თუმცა, „ატრომიტოსს“ მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. ქართველი ფეხბურთელი გასული სეზონის მეორე ნახევარში ამ გუნდში "პაოკიდან" იჯარით თამაშობდა, სადაც ლუკამ სათამაშო დრო მიიღო და დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. მან ცხრა მატჩი ჩაატარა, სამჯერ კი კარის მშრალად შენარჩუნება შეძლო.

ბოლო ინფორმაციით, ის „ატრომიტოსში“ დაბრუნებას დადებითად აფასებს. თუმცა, ამ ეტაპზე, ოფიციალური შეთანხმება არცერთ გუნდთან არ არსებობს.

"პაოკს" ფეხბურთელთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. ეს ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ გადაწყვიტონ - იჯარით გაუშვან თუ გაყიდონ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092606