ფეხბურთი

11:16 | 23.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

როდრიმ უარყო „მანჩესტერ სიტის“ შეთავაზება და მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდა

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა როდრიმ უარყო კლუბის შეთავაზება კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ. ფეხბურთელი დათანხმდა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტის გაფორმებას. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ სოციალურ მედიაში განაცხადა.

„როდრისა და „რეალს“ შორის პრინციპული შეთანხმება მიღწეულია 2030 წლამდე გათვლილი კონტრაქტის შესახებ და კლუბი მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები მისი „მანჩესტერ სიტიდან“ გადაბირების მიზნით. „ქალაელებს“ სურთ მისი გუნდში შენარჩუნება და შესთავაზეს კონტრაქტის გახანგრძლივება, მაგრამ ნახევარმცველმა უარი თქვა“, - წერს სკირა.

2025/2026 წლების ინგლისის პრემიერ ლიგის სეზონში 30 წლის როდრიმ 21 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მას ასევე ხუთი ჩემპიონთა ლიგის თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159469