ფეხბურთი

12:17 | 23.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანის სადებიუტო გოლი „ორლანდოს“ „სან-ხოსეს“ დამარცხებაში დაეხმარა

„ორლანდო სიტიმ“ MLS-ის რეგულარული სეზონის მატჩში „სან-ხოსე““ 4:0 დაამარცხა.

მეშვიდე წუთზე დავიდ ბრეკალომ ანგარიში გახსნა, ნახევარი საათის შემდეგ კი ივან ანგულომ სტუმართა მეორე გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში ფრანგმა თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა ანგარიში კიდევ უფრო გააზარდა. ეს მისი დებიუტი გახლდათ ამერიკულ MLS-ში. 73-ე წუთზე ბრაიან ოხედამ სტუმრების მეოთხე გოლი გაიტანა.

„ორლანდოს“ კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ედუარდ ატუესტამ მატჩში სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ორლანდომ“ 16 თამაშში 17 ქულა დააგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა. „სან-ხოსე“ დასავლეთ კონფერენციაში 16 თამაშში 32 ქულით მეორე ადგილზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093551