ფეხბურთი

14:10 | 23.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ აპირებს დარვინ ნუნიესის „ალ-ჰილალიდან“ დამატებას

„ალ-ჰილალისა“ და ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს - წერს ესპანური გამოცემა Mundo Depotivo.

წყაროს ცნობით, ნუნიესი „ბარსელონასთვის“ ვარიანტია, თუ ისინი ვერ შეძლებენ ხულიან ალვარესის მადრიდის „ატლეტიკოდან“ მდამატებას. აღნიშნულია, რომ თავად ურუგვაელი და მისი გარემოცვა ყურადღებით აკვირდებიან „ბლაუგრანაში“ არსებულ ვითარებას და მიაჩნიათ, რომ დარვინი შეიძლება „ბარსელონაში“ შედარებით მცირე საფასურის სანაცვლოდ გადავიდეს.

27 წლის თავდამსხმელმა 2025/2026 წლების სეზონში „ალ-ჰილალის“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, ცხრა ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ ზაფხულს საუდის არაბეთის კლუბმა ნუნიესი ლივერპულიდან 53 მილიონ ევროდ შეიძინა. მისი კონტრაქტი საუდურ გიგანტთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160373