ფეხბურთი

15:54 | 23.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგია ფიფას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ინციდენტთან დაკავშირებით საჩივარს შეიტანს

ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაცია ფიფას ეთიკის კომიტეტში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ე.წ. „ბალოგუნის საქმეში“ ჩარევის გამო ოფიციალური საჩივრის შეტანისთვის ემზადება - გვამცნობს The Times-ის ჟურნალისტი მარტინ ციგლერი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ფოლარინ ბალოგუნს, რომელიც ბოსნია და ჰერცეგოვინასთან (2:0) 1/8 ფინალის მატჩში მოედნიდან გააძევეს და გამოსაცდელი ვადით ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. თავდამსხმელმა საბოლოოდ ბელგიასთან (1:4) 1/8 ფინალის მატჩში მაინც ითამაშა. შემდგომში ტრამპმა დაადასტურა თავისი პირადი მონაწილეობა ამ პროცესში.

მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო დაარწმუნა, ბალოგუნის დისკვალიფიკაციაა გაეუქმებინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087509