კატალონიის „ბარსელონამ“ დორტმუნდის „ბორუსიადან“ კარიმ ადეიემი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
გერმანელმა ფეხბურთელმა ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება 22 მილიონი ევროა - სწორედ ეს თანხა მიიღო „დორტმუნდმა“.
კარიმ ადეიემი „დორტმუნდში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 146 მატჩში 36 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ზალცბურგის“ და „ლიფერინგის“ ღირსებას იცავდა.





