იტალიის ნაკრების ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ დაადასტურა, რომ პეპ გვარდიოლასთან ისაუბრა.
თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ კარლო ანჩელოტისთანაც, რომელსაც ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციასთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
„გვარდიოლა? სიახლეს ვერ გეტყვით. თქვენ ერთ-ერთი სამიზნე გამოავლინეთ, თუმცა ანჩელოტისთანაც ვისაუბრეთ. სწორი იქნებოდა, მსოფლიოში საუკეთესოებით დაგვეწყო, მაგრამ მათი ზოგადი ხელმისაწვდომობა უნდა გადამოწმდეს. იდეალური იქნებოდა, მწვრთნელი ამ კვირაში დაგვენიშნა, მაგრამ უფრო მეტიც შეგვიძლია დაველოდოთ იმ ადამიანს, ვინც ნამდვილად გვინდა. გვეჩქარება, მაგრამ დიდად არა“, - თქვა მალდინიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები უმწვრთნელოდაა. „სკუადრა აძურას“ გვარდიოლას გარდა, რობერტო მანჩინის და ანდრეა პირლოს უკავშირებენ.





