ფეხბურთი

21:31 | 23.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუკა მოდრიჩმა "მილანთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

ლუკა მოდრიჩმა "მილანში" დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. მან კონტრაქტი, რომელიც 30 ივნისს ამოიწურა, თავიდან გააფორმა და მომდევნო სეზონს ისევ იტალიურ გრანდში გაატარებს.

40 წლის ნახევარმცველი „როსონერიში“ შეთანხმების საფუძელზე 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება და სეზონში 4.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ლუკას შენარჩუნებაში დიდი წვლილი მილანელთა ახალ მთავარ მწვრთნელს - რუბენ ამორიმს მიუძღვის, რომელსაც სურდა გუნდში მისი დარჩენა. ის ხორვატს პირადად ესაუბრა.

ლუკა მოდრიჩმა გასულ სეზონში „მილანის“ მაისურით 37 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. ხორვატის კარიერის ოქროს წლები მადრიდის „რეალს“ უკავშირდება, სადაც ყველაფერი მოიგო და 597 თამაშში 43 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.214619