ფეხბურთი

22:53 | 23.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

შესანიშნავი თამაში, დიდი უპირატესობა: "დინამო" მესამე ეტაპს მიუახლოვდა

„დინამო თბილისმა“ კონფერენს ლიგის მესამე ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თემურ ქეცბაიას გუნდმა მეორე ეტაპის პირველ მატჩში, თბილისში, ვილნიუსის „ჟალგირისთან“ შესანიშნავად ითამაშა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

„დინამომ“ პირველი ტაიმი ბრწყინვალედ ჩაატარა - უნაკლოდ. დიდი ხანია, ევროტურნირებზე ქართული გუნდისგან ასეთი ტაიმი არ გვახსოვს. ძალიან ბევრი მომენტი მეტოქის კართან, ხოლო გიორგი ლორია თავის მხრივ, უსაქმოდ იყო.

შესანიშნავი იყო თორნიკე კვარაცხელია, რომელიც ძირითად შემადგენლობაში გაამწესეს. 16 წლის გარემარბმა გააწამა მეტოქის მცველები და არაერთი საინტერესო ეპიზოდი შემოგვთავაზა.

„დინამომ“ შექმნა მომენტები, მაგრამ ლიეტუველთა მეკარე შესანიშნავად ირჯებოდა. ამის მიუხედავად, გოლი გარდაუვალი ჩანდა და ასეც მოხდა. მე-14 წუთზე ნუმან კურდიჩმა მასპინძლები თავური დარტყმით დააწინაურა. გოლს გოლები მოჰყვა! 26-ე წუთზე ლეო სანტოსის დარტყმის შემდეგ, ბურთი ცარიელი კარიდან მცველმა გამოიტანა, მაგრამ მომენტი გაგრძელდა, მეორე მცველმა უყურადღებოდ ითამაშა და როცა ბურთის იგერიებდა, სანტოსმა ჩაუჭრა - ბურთი კარში აღმოჩნდა და 2:0.

ოთხი წუთის შემდეგ კიდევ ერთმა ცენტრალურმა მცველმა გაიტანა: ნიკა ნინუას ჯარიმა მეკარემ გაჭირვებით მოიგერია, ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ყველას ნიკოლოზ უგრეხელიძემ დაასწრო და სხვაობა სამამდე გაზარდა. პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა.

მეორე ტაიმში „დინამო“ ისეთი აქტიური აღარ იყო, როგორც შესვენებაზე, მაგრამ მომენტები შექმნა. რომ არა „ჟალგირისის“ მეკარე ვინსენტას სარკაუსკასი, ანგარიშის სხვაობა აუცილებლად გაიზრდებოდა.

ასეა თუ ისე, „დინამომ“ 3:0 მოიგო, მეტოქეს აჯობა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ დასრულებული არაფერია, წინ კიდევ 90 წუთია და თემურ ქეცბაიას გუნდს მოდუნების უფლება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, ლიეტუვაში გაიმართება.

მესამე ეტაპზე ამ წყვილში მოგებული სპლიტის "ჰაიდუკს" ან კვიპროსულ "პაფოსს" შეხვდება - ისინი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვდებიან და დამარცხებული იქნება "დინამოს" ან "ჟალგირისის" მეტოქე.

„დინამო თბილისი“ – „ჟალგირისი“ 3:0 (3:0)

„დინამო თბილისი“ (4-2-3-1): ლორია; პსალტისი (ციკოლია 80), კურდიჩი, უგრეხელიძე, კალანდაძე (ვაწაძე 80); ოსეი (კაკაშვილი 63), ნინუა; ლეო სანტოსი, დო კოუტო (ტკალია 80), კვარაცხელია (ხარაბაძე 68); ბა

გოლები: 1:0 კურდიჩი (14), 2:0 ლეო სანტოსი (26), 3:0 უგრეხელიძე (30)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158585