ფეხბურთი

2:59 | 24.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაგუას გამარჯვების გოლი კონფერენს ლიგაზე

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დუნაისკა სტრედამ“ „ველეჟ მოსტარი“ 1:0 დაამარცხა, ხოლო გამარჯვების გოლი გიორგი გაგუას აქტივშია.

ქართველმა ფორვარდმა 59-ე წუთზე მოახერხა თერთმეტმეტრიანი დარტყმით მეტოქის დამწუხრება და თავის გუნდს მცირე, მაგრამ უპირატესობა მოუტანა. მან, ისევე, როგორც ცოტნე კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშა.

ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ერთ კვირაში ბოსნიაში გაიმართება და მესამე ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობაც გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088808