„ვილარეალი“ ახალი მეკარის დამატებასთან ძალიან ახლოსაა. ესპანური კლუბი „ლაიფციგის“ გამოცდილ უნგრელ მეკარის პიტერ გულაჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებების ფინალურ ეტაპზე იმყოფება. ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის პირობები თითქმის სრულად არის შეთანხმებული, ხოლო კლუბებს შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. მხარეები ტრანსფერის საბოლოო დეტალების შეჯერებაზე მუშაობენ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, გარიგება უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დადასტურდება და 36 წლის უნგრელი მეკარე კარიერას „ვილარეალში“ გააგრძელებს.
გულაჩი „ლაიფციგის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლამდე აკავშირებს.





