საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე კარიერას პორტუგალიური "ეშტორილიდან" ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად იმერული კლუბის გვერდმა დაადასტურა.
როგორც ცნობილი ხდება, ლომინაძემ "ტორპედოსთან" კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.
ლომინაძე კარიერის განმავლობაში ეროვნული ლიგის სხვადასხვა კლუბებში თამაშობდა, ხოლო 2025 წლიდან კარიერა პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ “ეშტორილში“ გააგრძელა. მას ასევე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ხოლო ეროვნულ ნაკრებში გასულ წელს ჰქონდა დებიუტი.





