26 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი მაქსენს ლაკრუა კარიერას "კრისტალ პალასიდან" ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით მხარეებმა შეთანხმებას თითქმის ყველა საკითხზე მიაღწიეს, დარჩენილია მხოლოდ მცირედი დეტალები. ლაკრუა "არისტოკრატებთან ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელიც 2032 წლის ივნისამდე იქნება ძალაში, ხოლო აღნიშნული გარიგებიდან "კრისტალ პალასი" 52 მილიონ ფუნტს მიიღებს.
მაქსენს ლაკრუა სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის, რომლის შემდგომაც ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
ლაკრუა "კრისტალ პალასში" 2024 წლიდან თამაშობდა, ხოლო იქამდე "ვოლფსბურგსა" და "სოშოში" უთამაშია.





