კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "დინამო თბილისმა" საკუთარ მოედანზე ლიეტუვურ "ჟალგირისს" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.
აღნიშნულ მატჩში "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა 16 წლის თორნიკე კვარაცხელია, რომელსაც ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა და მეტოქე გუნდის მცველებს დიდი პრობლემები შეუქმნა. მის თამაშს ცნობილი გერმანული გამოცემა BILD-ი გამოეხმაურა:
"პსჟ-ს ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ძმა ყველას თავბრუს ახვევს! 16 წლის თორნიკე კვარაცხელიამ "დინამოს“ სასტარტო შემადგენლობაში პირველი მატჩი კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ჩაატარა და უდიდესი ყურადღება მიიპყრო. ლიეტუვური "ჟალგირისთან“ მოგებულ (3:0) შეხვედრაში ქართველმა ტოპ-ტალანტმა ისეთი თამაში აჩვენა, რომელიც მის ცნობილ ძმას, ხვიჩა კვარაცხელიას გაგვახსენებს.
მარცხენა ფლანგზე ის მუდმივად ატრიალებდა მეტოქეებს, თამამად მიდიოდა მოტყუებაზე და სწრაფი დრიბლინგებით მოწინააღმდეგის დაცვას სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აგდებდა. პარალელები მის ძმასთან აშკარა იყო, ზუსტად ხვიჩას მსგავსად, თორნიკესაც უყვარს რისკზე წასვლა და მაღალი სისწრაფით მცველების ჩამოტოვება", - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, "დინამო თბილისი" "ჟალგირისთან" განმეორებით მატჩს 30 ივლისს გამართავს.





