„ბარსელონასა“ და ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ხუთიდან ექვს თვემდე გამოტოვებს მედიალური გვერდითი იოგის გაწყვეტის გამო, თუ ის ოპერაციას დათანხმდება. ჟურნალისტმა რეშად რაჰმანმა ამის შესახებ სოციალურ პლატფორმა X-ზე განაცხადა.
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი ამჟამად ოპერაციას არ განიხილავს. დე იონგი მკურნალობის ახალ კურსს გადის, რის გამოც შესაძლოა რამდენიმე კვირა გამოტოვოს თვეების ნაცვლად.
ფეხბურთელმა ტრავმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მიიღო.
გასულ სეზონში დე იონგმა ყველა შეჯიბრში 38 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.





