„ბარსელონა“ აკვირდება „ტოტენჰემის“ ცენტრალური მცველის, კრისტიან რომეროს, სიტუაციას, რომელიც ლონდონური კლუბიდან წასვლას განიხილავს. Sport.es-ის ცნობით, არგენტინელი გუნდს ამ ზაფხულს დატოვებს, თუ „ტოტენჰემთან“ შეთანხმებას მიაღწევს.
„ტოტენჰემი“ რომეროს 50 მილიონ ევროდ აფასებს - თანხა, რამაც შეიძლება პრობლემა შეუქმნას „ბარსელონას“. მცველის გარემოცვა ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს „ინტერთან“. თავად არგენტინელი მზადაა დაბრუნდეს იტალიის ლიგაში, სადაც ის „ტოტენჰემში“ გადასვლამდე თამაშობდა.
გასულ სეზონში რომერომ ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, ექვსი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.





