ინგლისურმა „უოტფორდმა“ ამხანაგურ მატჩში როსტოკის „ჰანზა“ 3:0 დაამარცხა, ხოლო ნიკოლოზ ჩიქოვანმა გოლი გაიტანა.
ქართველი თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო, ოთხ წუთში დალაშქრა მეტოქის კარი, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
19 წლის ფეხბურთელმა სათამაშო დრო მანამდე „ბარნეტთან“ და „ბორეჰემთან“ სპარინგებშიც მიიღო. მოგეხსენებათ, საბა გოგლიჩიძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდი“ დატოვეს, ორივე „უდინეზეში“ ითამაშებს, შესაბამისად, ჩიქოვანი ახლა „უოტფორდის“ ერთადერთი ქართველი წევრია.
„უოტფორდი“ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს „ფიორენტინასთან“ გამართავს, სეზონს კი 16 აგვისტოს, „საუთჰემპტონთან“ შეხვედრით დაიწყებს.





