ფეხბურთი

19:58 | 25.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

იტალიურ კლუბს ზურიკო დავითაშვილის გადაბირება სურს

ბერგამოს „ატალანტა“ საქართველოს ნაკრებისა და „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილით ისევ დაინტერესებულია.

ამის შესახებ ცნობები ორი კვირის წინაც გავრცელდა, მაგრამ როგორც ჩანს, ფრანგების მიერ მოთხოვნილი თანხის მიუხედავად, იტალიელებს ტრანსფერზე უარი საბოლოოდ ჯერ არ უთქვამთ. როგორც ნიკოლო სკირა წერს, „ატალანტამ“ დავითაშვილზე ინფორმაცია მოითხოვა, სხვა დეტალები უცნობია.

ცნობილია, რომ ქართველით პირეოსის „ოლიმპიაკოსიც“ ინტერესდება და ფრანგული მედიის ცნობით, სწორედ ამ ორი კლუბიდან ერთ-ერთში უნდა გააგრძელოს კარიერა ზურიკომ, რომლის სანაცვლოდ „სენტ ეტიენი“ 20 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენში“ 2024 წლიდან თამაშობს და ორივე სეზონში გუნდის ლიდერი და ბომბარდირი იყო (67 მატჩი, 25 გოლი). თუმცა, „მწვანეებმა“ ლიგა 1-ის საგზური ვერ მოიპოვეს, რის გამოც ქართველის წასვლა მოსალოდნელია. მას „სენტ ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

„ატალანტა“ ბოლო წლებში იტალიაში გამორჩეული გუნდია, მომდევნო სეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, მთავარი მწვრთნელი კი მაურიციო სარია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166358