ეგვიპტელი ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი თავისუფალი აგენტის სტატუსით სტამბოლის „ბეშიქთაშს“ უახლოვდება.
2027 წლამდე კონტრაქტზე, 12 მილიონი ევროს ხელფასით, პრინციპული სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. მხარეებს ხელშეკრულების ერთი წლით განახლებაც შეეძლებათ.
თურქული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო იტალიანო აქტიურად ცდილობს, რომ სალაჰი „ბეშიქთაშში“ გადავიდეს და მოსალოდნელია, რომ გარიგება მალე დაიხურება.
მოჰამედ სალაჰი, რომელმაც „ლივერპული“ დატოვა, ამჟამად თავისუფალი აგენტია. ეგვიპტელს მანამდე „რომაში“, „ფიორენტინაში“, „ჩელსისა“ და „ბაზელში“ უთამაშია.







