ფეხბურთი

21:40 | 25.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ბოსნიელ ფეხბურთელს 52 მილიონად დაიმატებს

ბოსნიის ნაკრების ნიჭიერი ფეხბურთელი კერიმ ალაიბეგოვიჩი დიდი ალბათობით, კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს.

ფეხბურთელსა და ინგლისურ კლუბს შორის 2033 წლამდე კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია. ახლა, „ჩელსი“ მზადაა „ლევერკუზენს“ 52 მილიონი ევრო გადაუხადოს და 18 წლის შემტევი გადაიბიროს.

ალაიბეგოვიჩმა გასული სეზონი „ზალცბურგში“ გაატარა, სადაც 44 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა, მიმდინარე ზაფხულს კი „ლევერკუზენს“ დაუბრუნდა, რომელსაც მისი სატრანსფერო უფლებები ეკუთვნოდა.

კერიმ ალაიბეგოვიჩს ბოსნიის ნაკრებში 14 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, ერთი მსოფლიოს ჩემპიონატზე, კატარის წინააღმდეგ გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.154833