ფეხბურთი

21:05 | 25.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" იან დიომანდეში 100 მილიონს იხდის

მადრიდის „რეალს“ „ლაიფციგიდან“ იან დიომანდეს შეძენა სურს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.

„სამეფო კლუბმა“ გერმანულ გუნდს 90 მილიონი ევრო და 10 მილიონის ბონუსი შესთავაზა. თუმცა, „ლაიფციგი“ 100 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე კოტდივუარელის გადაბირება პსჟ-ს სურდა, რომელიც „ლაიფციგთან“ მოლაპარაკებებს კვირების განმავლობაში აწარმოებდა, მაგრამ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

იან დიომანდემ გასულ სეზონში „ლაიფციგის“ მაისურით 36 თამაშში 13 გოლი გაიტანა. 19 წლის გარემარბით „ლივერპულიც“ დაინტერესებულია.

დიომანდეს კოტ დივუარის ნაკრებში გამართულ 14 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.178255