„ვილიარეალმა“ ამხანაგური მატჩი გამართა და გიორგი მიქაუტაძემ პრესეზონზე პირველი გოლი გაიტანა.
ესპანურმა გუნდმა პსვ ეინდჰოვენი სტუმრად 3:1 დაამარცხა, ხოლო ქართველმა 66-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ის მეკარესთან პირისპირ გავიდა, რომელიც მოატყუა და ცარიელ კარში ზუსტად დაარტყა. გიორგი მოედანზე 71-ე წუთამდე იყო.
„ვილიარეალი“ კიდევ გამართავს ამხანაგურ მატჩებს „ალ-ულას“, „კომოს“, „ლევანტესა“ და „გალათასარაის“ წინააღმდეგ, ლა ლიგის პირველ ტურში კი 16 აგვისტოს, „რასინგს“ ესტუმრება.





