კალათბურთი

23:25 | 25.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია "ბარსელონას" დატოვებს, მისი ახალი გუნდი ცნობილია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას „დუბაიში“ გააგრძელებს.

ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონასთან“ ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია და 34 წლის კალათბურთელი კატალონიურ გუნდს დატოვებს. „დუბაის“ მთავარი მწვრთნელი ხავიერ პასკუალია, რომელთანაც თორნიკე „ბარსაში“ თამაშობდა. ტრანსფერის ღირებულება 900 000 ევროა.

როგორც გაირკვა, თორნიკეს გადაბირება „ოლიმპიაკოსს“, „ფენერბაჰჩესა“ და „პარტიზანსაც“ სურდა. „დუბაი“ მოგეხსენებათ ევროლიგაში თამაშობს.

თორნიკე შენგელია „ბარსელონაში“ 2025 წლიდან თამაშობდა. მანამდე ის „ვალენსიას“, „შარლერუას“, „პეპინსტერის“, „ბრუკლინის“, „ჩიკაგოს“, „ბასკონიას“, „ცსკას“ და „ვირტუსის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159225