ფეხბურთი

23:59 | 25.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასზე 1/16-ფინალური მატჩები გაიმართა

საქართველოს თასზე 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და რამდენიმე მერვედფინალისტი გაირკვა.

ეს ეტაპი ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, როცა „იბერიამ“ „მარგვეთი“ სტუმრად 3:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. დღეს კიდევ შვიდი მატჩი გაიმართა.

გორის „დილამ“ 1:0 მოუგო „იბერია 2010“-ს და მომდევნო ეტაპზეა. „სპაერმა“ 5:1 გაანადგურა „დინამო 2“. ადვილად მოიგო „დინამო ბათუმმაც“, რომელმაც „ორბის“ 4:1 სძლია.

„გარეჯმა“ 2:0 მოუგო „ბასას“, ხოლო „გორმა“ ბოლნისის „სიონი“ 1:0 დაამარცხა. ტყიბულის „მეშახტემ“ „გონიოს“ 2:1 აჯობა. უგოლოდ დასრულდა „კოლხეთისა“ და „არაგვის“ დაპირისპირება, რომელშიც „არაგვმა“ პენალტებში მოიგო და მომდევნო ეტაპზეა.

1/16-ფინალში კიდევ არის მატჩები, რომელთაგანაც უმეტესობა კვირას გაიმართება, ხოლო ეს ეტაპი 27 ივლისს, „სამცხეს“ და „გაგრას“ დაპირისპირებით დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164584