„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა მადრიდის „რეალში“ მაიკლ ოლისეს ტრანსფერი გამორიცხა.
როგორც მან თქვა, ეს საკითხი „ბაიერნის“ დღის წესრიგში არ დგას და ფრანგი „რეკორდმაისტერში“ დარჩება. ფროინდმა ასევე თქვა, რომ ჟოაო პალინია და საშა ბოი გუნდს დატოვებენ:
„ოლისე „რეალში“? ეს ჩვენთვის აქტუალური თემა საერთოდ არ არის. ის მომავალ სეზონშიც „ბაიერნში“ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
საშა ბოი და ჟოაო პალინია ჩვენს გეგმებში არ შედიან, ისინი ამის შესახებ ინფორმირებული არიან“, - თქვა ფროინდმა.





