ფეხბურთი

12:57 | 26.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო ალმადა კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი ტიაგო ალმადა კარიერას მადრიდის „ატლეტიკოდან“ „ფლამენგოში“ გააგრძელებს.

მხარეები ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომლის საფუძველზე „ატლეტიკო“ 28 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ტიაგო „ფლასთან“ კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

25 წლის არგენტინელისთივის ბრაზილიაში თამაში უცხო არაა - 2024 წელს „ბოტაფოგოში“ გამოდიოდა. მან კარიერა „ველეს სარსფილდში“ დაიწყო, შემდეგ „ატლანტა იუნაიტედში“, „ლიონსა“ და „ატლეტიკოში“ ითამაშა, ხოლო არგენტინის ნაკრებში 21 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091947