ფეხბურთი

11:43 | 26.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ვინისიუსით დაინტერესდა

ლონდონის „არსენალი“ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის, ვინისიუსის მიმართ ინტერესს იჩენს.

The Athletic-ის ცნობით, „მეთოფეებმა“ ინტერესი გამოხატეს, მაგრამ საქმე ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ვინისიუსის კონტრაქტზე, რომელიც ბრაზილიელს „რეალთან“ 2027 წელს ეწურება და ჯერ მხარეებს შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, „რეალის“ გეგმებში კი უფასოდ მისი დაკარგვა არ შედის. შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერ უცნობია.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ „სამეფო კლუბს“ იან დიომანდეს შეძენა სურს, რამაც შეიძლება ვინისიუსის მომავალზე გავლენა იქონიოს.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი „რეალში“ 2018 წლიდან თამაშობს და 376 შეხვედრაში 128 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083751