მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის მთავარი სურვილი „ბაიერნიდან“ მაიკლ ოლისეს ტრანსფერია, მაგრამ როგორც ჩანს, მიმდინარე ზაფხულს ესპანური გრანდი მიზანს ვერ მიაღწევს.
„რეალი“ მზად იყო ოლისე შეეძინა, თუ „რეკორდმაისტერი“ საამისოდ კარს გააღებდა, მაგრამ გერმანელები ფრანგის გაშვებაზე თანახმა არ არიან, ამიტომ, „სამეფო კლუბის“ გეგმა შეიცვალა.
„რეალი“ იან დიომანდეზე გადაერთო და კოტდივუარელ ფეხბურთელთან პირად შეთანხმებას მიაღწია. „ლაიფციგმა“ 90 მილიონი ევროს შეთავაზება უკვე უარით გაისტუმრა, მაგრამ „რეალი“ შეთავაზების გაუმჯობესებას ხედავს.
თავის მხრივ, დიომანდეს მიმართ ინტერესს პსჟ-ც იჩენს, რომელიც უკვე აღარ არის ფავორიტი მისთვის ბრძოლაში, მაგრამ პარიზელები არ ნებდებიან და კიდევ ცდილობენ ტრანსფერის გაჩარხვას.
იან დიომანდემ გასულ სეზონში „ლაიფციგის“ მაისურით 36 თამაშში 13 გოლი გაიტანა. დიომანდეს კოტ დივუარის ნაკრებში გამართულ 14 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.





