ფეხბურთი

10:27 | 26.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის 67 წუთი, "ლივერპულმა" "სანდერლენდი" დაამარცხა

პრემიერლიგის სერიის ფარგლებში „ლივერპული“ ნეშვილში „სანდერლენდს“ დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

შვებულებაში მყოფი ალისონის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი იყო.

„წითლები“ მორისონის გოლით სწრაფად დაწინაურდნენ, რასაც 15 წუთში ენცო ლე ფემ უპასუხა. 49-ე წუთზე „შავი კატები“ წინ გავიდნენ, მაგრამ დომინიკ სობოსლაიმ 57-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

ანდონი ირაოლას გუნდმა მეტოქე ბოლოს მაინც გატეხა და ორჯერ გაიტანა - ჯერ ფედერიკო კიეზამ, მერე ლუის კუმასმა. მამარდაშვილი მოედანზე 67-ე წუთამდე იყო.

„ლივერპული“ პრემიერლიგის სერიის ეგიდით „ვრქსემს“ და „ლიდსს“ შეხვდება, შემდეგ ამხანაგურ მატჩებს კიდევ ჩაატარებს, ხოლო პრემიერლიგის პირველ ტურში, 23 აგვისტოს, „ნიუკასლს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.084975