ბრედლი ბარკოლას „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვება სურს და კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა.
როგორც ფრანგული მედია წერს, ბრედლიმ კლუბს აცნობა, რომ ხელშეკრულებას, რომელიც 2028 წელს იწურება, არ გაახანგრძლივებს. როგორც ჩანს, ის კლუბში თავისი როლით უკმაყოფილოა.
L’Equipe-ს ცნობით, ბარკოლას შეძენა „ლივერპულს“, „არსენალს“ და „ბაიერნს“ სურთ, ხოლო „ჩელსი“ დაინტერესებული აღარაა. ფრანგი ასევე ელოდება იან დიომანდეს სიტუაციის განვითარებას, რათა განსაზღვროს თავისი მომავალი.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ ბარკოლასთვის ბრძოლაში „ლივერპული“ ფავორიტია და დიდი შანსია, რომ კარიერა სწორედ ინგლისურ გუნდში გააგრძელოს.
ბრედლი ბარკოლა „პარი სენ-ჟერმენში“ 2023 წლიდან თამაშობს და 152 მატჩში 39 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ლიონის“ წევრი იყო.





