ფეხბურთი

22:00 | 26.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზე" გოგლიჩიძის განათხოვრებას გეგმავს

საბა გოგლიჩიძემ შესაძლოა „უდინეზე“ დატოვოს. ქართველი მცველი კლუბის მთავარი მწვრთნელის, კოსტა რუნიაიჩის გეგმებში ისევ არ შედის.

მას შემდეგ, რაც იტალიურმა კლუბმა ცენტრალური მცველების, თომას კრისტენსენის და ომარ სოლეს გაყიდვა ვერ მოახერხა, რადგან სასურველი შეთავაზებები ვერ მიიღო, დაცვის ცენტრში ძალიან ბევრი ფეხბურთელი დაუგროვდა - 8.

კლუბში ასევე კმაყოფილი არიან ნიკოლა ბერტოლათი და კრისტიან კაბასელეთი, ხოლო ამ სიტუაციაში გამოდის, რომ წასვლის მთავარი კანდიდატები საბა გოგლიჩიძე და ჯეიმს აბანკვა არიან.

ჯერჯერობით, უცნობია, სად შეიძლება გაანათხოვრონ გოგლიჩიძე, მაგრამ იჯარა ყველაზე რეალური ვარიანტია. საბა უდინელებს გასული სეზონის მეორე ნახევარში „უოტფორდში“ ჰყავდათ განათხოვრებული, საიდანაც კლუბს მიმდინარე ზაფხულს დაუბრუნდა.

საბა გოგლიჩიძეს „უდინეზეში“ 8 მატჩი აქვს ჩატარებული, ის კლუბმა „ემპოლიდან“ ერთი წლის წინ დაიმატა. აქვე გეტყვით, რომ „უდინეზემ“ მიმდინარე ზაფხულს „უოტფორდიდან“ გიორგი ჩაკვეტაძე შეიძინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169352