ფეხბურთი

23:44 | 26.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის "რეალმა" დიომანდეს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

მადრიდის „რეალმა“ „ლაიფციგთან“ იან დიომანდეს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

კლუბები შეთანხმდნენ, რომლის საფუძველზე გერმანული გუნდი 100 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. დიომანდე მომავალ კვირაში გაივლის სამედიცინო შემოწმებას და კონტრაქტს 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ის ჟოზე მოურინოს სურდა და ფლორენტინო პერესმა მის შესაძენად ფინანსური რესურსი არ დაიშურა. ამრიგად, კოტდივუარელი შემტევი „სამეფო კლუბში“ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ იან დიომანდემ გასულ სეზონში „ლაიფციგის“ მაისურით 36 თამაშში 13 გოლი გაიტანა. დიომანდეს კოტ დივუარის ნაკრებში გამართულ 14 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.155579