ფეხბურთი

11:43 | 27.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

არანაირი შეთანხმება არ არსებობს - მუსიალა "ბაიერნში" რჩება

23 წლის გერმანელი ფეხბურთელი ჯამალ მუსიალა მიუნხენის "ბაიერნში" რჩება და არსად წასვლას არ აპირებს. ინფორმაციას ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "გალათასარაისთან" არანაირი შეთანხმება არ არსებობს და ბოლო დროს გავრცელებული ცნობები მის ტრანსფერთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. ფეხბურთელი "ბაიერნის" ერთ-ერთ მთავარ ლიდერად ითვლება და მისი დარჩენა გადაწყვეტილია.

ჯამალ მუსიალა "ბაიერნის" ძირითად გუნდის ღირსებას 2020 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2030 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084984