ფეხბურთი

12:50 | 27.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფედერიკო კიეზა: „ირაოლასთან ახალი თავი იწყება“

"ლივერპულის" იტალიელი ფეხბურთელი ფეხბურთელი ფედერიკო კიეზა დიდი ალბათობით კვლავ ინგლისში დარჩება. ფეხბურთელმა "ლივერპულის" ახალ მთავარ მწვრთნელ ანდონი ირაოლას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონს ახალი მოტივაციითა და მოლოდინებით ხვდება.

"ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო ახალი მწვრთნელისთვის. გასულ სეზონშიც მზად ვიყავი, უფრო დიდი როლი მქონოდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, სურდა თუ არა მწვრთნელს ჩემი თამაში.

სლოტს თავისი სათამაშო გეგმა ჰქონდა, საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებდა და ამაზე სათქმელი არაფერი მაქვს. წელს კი, შეიძლება ითქვას, ახალი თავი იწყება. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ჩემი მთელი ყურადღება სწორედ ამაზეა გადატანილი“, - განაცხადა კიეზამ.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა "ლივერპულში" 2024 წლიდან თამაშობს, თუმცა არნე სლოტი მას დიდად არ სწყალობდა და ამის გამო მიმდინარე ზაფხულში მას კლუბის დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162823