ფეხბურთი

13:58 | 27.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბრედლი ბარკოლა "ლივერპულს" უახლოვდება

"ლივერპული" "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი ბრედლი ბარკოლას ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და 100 მილიონიან შეთავაზებას ამზადებს. ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "მერსისაიდულებსა" და ბარკოლას შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახლა დარჩენილია კლუბებს შორის ფინანსური საკითხის მოგვარება. პარიზული კლუბი ტრანსფერის სანაცვლოდ 150-170 მილიონს ითხოვს, თუმცა ინგლისელები 100 მილიონიან შეთავაზებას ამზადებენ.

იქიდან გამომდინარე, რომ ბარკოლას კლუბის დატოვება სურს, არ არის გამორიცხული პსჟ "ლივერპულის" ამ შეთავაზებას დათანხმდეს. მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება და ყველაფერი უახლოეს პერიოდში უნდა გახდეს ცნობილი.

ცნობისთვის, ბრედლი ბარკოლა "ლიონის" აკადემიის აღზრდილია, ხოლო პსჟ-ში 2023 წლიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08215