ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ჰონკ კონგში მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული მეოთხედფინალში სამხრეთ კორეელ გუენდენგ დოსთან 11:15 დამარცხდა და ტურნირზე მეხუთე ადგილი დაიკავა.
სანდრო ბაზაძემ ტურნირზე გამოსვლა დამაჯერებლად დაიწყო, მან 1/32 ფინალში მექსიკელი ბრენდონ რომო 15 - 11 დაამარცხა, 1/16ფინალში ქართველმა იმავე ანგარიშით გერმანელ ფილიმ მეტნერს აჯობა, ხოლო 1/8ფინალში რუმინელ ვლად კოვალიუ 15 - 13 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი გასულ წელს, თბილისში ჩატარებულ ტურნირზე დაიკავა.







