"რომას" უკრაინელი თავდამსხმელი არტიომ დოვბიკი კარიერას "ბოლონიაში" გააგრძელებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია, რომლის მიხედვითაც დოვბიკი "ბოლონის" იჯარის წესით შეუერთდება. უკრაინელი ფეხბურთელი სამშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომლის შემდეგ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
არტიომ დოვბიკი "რომაში" 2024 წლიდან თამაშობს, ამ პერიოდის განმავლობაში მან სერია A-ში 46 მატჩი ჩაატარა და თავი 15 გატანილ გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





