ფეხბურთი

16:05 | 27.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

სლავკო ვინჩიჩმა სამსაჯო კარიერა დაასრულა

სლოვენიელმა მსაჯმა სლავკო ვინჩიჩმა პროფესიონალური კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

46 წლის არბიტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება სიმბოლურად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მიიღო.

სწორედ ვინჩიჩი უძღვებოდა ესპანეთისა და არგენტინის შეხვედრას, რაც მისი კარიერის უმაღლესი მიღწევა გახდა.

სლოვენიელი მსაჯი FIFA-ს საერთაშორისო არბიტრების სიაში 2010 წლიდან ირიცხებოდა და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჩაატარა.

მისი კარიერის გამორჩეულ მატჩებს შორის არის 2022 წლის ევროპა ლიგის ფინალი "აინტრახტ ფრანკფურტსა“ და "რეინჯერსს“ შორის, ასევე 2024 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც ერთმანეთს დორტმუნდის „ბორუსია“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.117755