ანდრეა პირლოსა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციას შორის შეთანხმება ჩაიშალა. ინფორმაცია თავად ყოფილმა ფეხბურთელმა დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფედერაციის პრეზიდენტმა გარიგების გაუქმება გადაწყვიტა, რადგან პირლო რუსულ საბუკმეკერო კომპანიასთან თანამშრომლობს.
შედეგად, კონტრაქტი, რომლის გაფორმებაც დღეს იგეგმებოდა, აღარ შედგება და პირლო იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ გახდება.
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახლა რობერტო მანჩინისა და ანტონიო კონტეს კანდიდატურები განიხილება, თუმცა ორივე მათგანის წინააღმდეგია ფედერაციის ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი და ამის გამო შესაძლოა პოსტი დატოვოს.





