ინგლისის ნაკრების მცველი ჯონ სტოუნსი, რომელიც თავისუფალი აგენტია, შესაძლოა იტალიაში გადავიდეს.
ინგლისელს „ინტერმა“ ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. საქმეშია, ტურინის „იუვენტუსიც“, რომელმაც ასევე დაიწყო მოლაპარაკებები. ჯონს შეთავაზებები ინგლისშიც აქვს, „ჩელსისა“ და „არსენალისგან“ და საბოლოო გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.
თუმცა, ვარაუდობენ, რომ ის არჩევანს „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის გააკეთებს.
32 წლის ჯონ სტოუნსს, რომელსაც „ბარნსლისა“ და „ევერტონში“ უთამაშია, ხოლო „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წლიდან 295 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (19 გოლი), ინგლისის ნაკრებსი კი 94 თამაში აქვს ჩატარებული.





