იაპონიის ნაკრებისა და „პარმას“ მეკარის, ზიონ სუძუკის შეძენა პსჟ-ს და „იუვენტუსს“ სურთ. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
პსჟ იაპონელს მომავლის ინვესტიციად მიიჩნევს, თუმცა, ახლავე ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერ აძლევს. თავის მხრივ, „იუვენტუსი“ თუ ემილიანო მარტინესს ვერ დაიმატებს, სწორედ სუძუკის განიხილავს პირველ ნომრად. აზიელი მეკარე დაინტერესებულია ტურინულ გრანდში გადასვლით. თუმცა, „პარმას“ მის გაყიდვაზე მწვანე შუქი ჯერ არ აუნთია.
ზიონ სუძუკი „პარმაში“ 2024 წლიდან თამაშობს და 59 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ის „სენტ ტრუიდენის“ და „ურავას“ ღირსებას იცავდა, იაპონიის ნაკრებში კი 28 თამაში აქვს ჩატარებული.





