ფეხბურთი

21:58 | 27.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

დუშან ტადიჩი ნიდერლანდების ჩემპიონატში დაბრუნდა

ვეტერანი სერბი ფეხბურთელი დუშან ტადიჩი ნიდერლანდებში დაბრუნდა, სადაც „ნაიმეგენის“ ღირსებას დაიცავს. მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ტადიჩი ბოლოს „ალ-ვაჰდას“ ღირსებას იცავდა, მანამდე „ფენერბაჰჩეს“ წევრი. მას კარიერის საუკეთესო წლები „აიაქსში“ აქვს გატარებული, სადაც 241 მატჩში 105 გოლი გაიტანა.

ტადიჩს ასევე უთამაშია „ვოივოდინაში“, „გრონინგენში“, „ტვენტესა“ და „საუთჰემპტონში“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171724