ფეხბურთი

22:34 | 27.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ჯორდან ჰენდერსონის დამატებას გეგმავს

ლონდონის „ჩელსის“ ვეტერანი ინგლისელი ნახევარმცველის, ჯორდან ჰენდერსონის დამატება სურს.

ჰენდერსონს შეუძლია „ბრენტფორდი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. „ჩელსის“ გარდა, დაინტერესებულია კიდევ ორი ინგლისური კლუბი, მაგრამ ჩაბი ალონსოს გუნდი 36 წლის ნახევარმცველისთვის ბრძოლაში ფავორიტია. ჯორდანიც ღიაა „ჩელსიში“ გადასვლაზე.

გასულ სეზონში ჰენდერსონმა 34 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ალ-ეტიფაქის“ და „აიაქსის“ ღირსებას იცავდა, კარიერის საუკეთესო პერიოდი 2011-2023 წლებში „ლივერპულში“ გაატარა, ხოლო კიდე უფრო იქამდე, „სანდერლენდის“ და „ქოვენთრის“ რიგებში გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085139