ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ჯონ სტოუნსი დიდი ალბათობით, „ინტერში“ გააგრძელებს.
ფორმალური ნაბიჯები გადასადგმელია, მაგრამ სტოუნსმა „ინტერთან“ შეთანხმებას უკვე მიაღწია. ის ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს. ინგლისელი „ნერაძურის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
32 წლის ჯონ სტოუნსს, რომელსაც „ბარნსლისა“ და „ევერტონში“ უთამაშია, ხოლო „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წლიდან 295 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (19 გოლი), ინგლისის ნაკრებსი კი 94 თამაში აქვს ჩატარებული.





